თმის ცვენის მკურნალობა ძალიან რთულია, რადგან მისი გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. ადამიანის ორგანიზმზე მოქმედი გარე და შიდა ფაქტორები თავის კანს აზიანებს-ნივთიერებათა ბალანსი ირღვევა, რაც თმის ზრდასა და კვებას უშლის ხელს, საბოლოოდ, კი ცვენას იწვევს.

თმის ცვენის შეჩერება გარდა სპეციალური პრეპარატებისა და სამკურნალო მასკების, კვების დარეგულირებისა და კანის მასაჟის გარდა, სახლის პირობებში დამზადებული სამკურნალო საშუალებებითაც შეიძლება.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ხალხური მეთოდი: თავის დაბანის შემდეგ თმის ძირებში სუფრის მარილი შეიზილეთ და 10-15 წუთის განმავლობაში თავი ცელოფნით შეიხვიეთ. შემდეგ თავი კარგად ჩამოიბანეთ და ეს პროცედურა კვირაში ერთხელ, ექვსი კვირის განმავლობაში გაიმეორეთ.

თმის ცვენის შესაჩერებლად ეფექტური საშუალება 100 გრამი არაყი და ერთი ცალი წითელი წიწაკაა. წვრილად დაჭრილ წიწაკას არაყი დაასხით, მომზადებული მასა ერთ დღე-ღამეს გააჩერეთ და შემდეგ თმის ძირებში შეიზილეთ.

თმის ცვენის შეჩერებას ხელს უწყობს ხახვის წვენი, ასევე ნიორი, რომლის კბილებიც შუაზე უნდა გაჭრათ და თმის ძირებზე ამ ფორმით წაისვათ.

About these ads